„ლარის კურსის გამყარება ახალ წლამდე, ალბათ, ვერ მოხერხდება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყელაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის დევალვაციის მიზეზებზე და მისი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ლარის კურსი მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო რეზერვებით არ უნდა გამყარდეს. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ექსპორტი გაიზარდოს, უნდა განხორციელდეს იმპორტის ჩანაცვლებითი პროექტი. უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ნაკლებად შემოდიოდეს საზღვარგარეთიდან და ის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლდეს.
„ ლარის კურსის ცვალებადობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ლარის კურსის გამყარებას ხელი უნდა შეუწყოს უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინებამ. ეს გამომდინარეობს საინვესტიციო პროექტებით, ექსპორტის ზრდით და ყველა იმ ეკონომიკური ეფექტებიდან, რომელიც ახლავს ვალუტის შემოდინებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ლარის კურსი მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო რეზერვებით არ უნდა გამყარდეს. ვალუტის კურსის ცვალებადობასთან და სიმყარესთან დაკავშირებით ფულად- საკრედიტო პოლიტიკას განსაზღვარავს ეროვნული ბანკი, თუმცა არც სხვა სამინისტროები არ უნდა იყვნენ გულზე ხელდაკრეფილი და არ უნდა ელოდებოდნენ უცხოეთიდან შემოსულ თანხებს. ამ საქმეზე უნდა მიმდინარეობდეს სისტემატური მუშაობა. არა მგონია, რომ ვინმემ უნდა ავირიდოთ პასუხისმგებლობა. კურსის შესუსტება არ არის მარტო ჩვენი თავისტკივილი, ასეთივე მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში…ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და ვალუტის კურსის ცვალებადობა ჩვენთანაც ვალუტის კურსის ცვალებადობას იწვევს. ჩვენ ალბათ უფრო მეტად უნდა ვყოფილიყავით მზად, რომ უფრო მეტად დაგვეცვა ჩვენი ვალუტა. ლარის კურსის გამყარება ახალ წლამდე, ალბათ, ვერ მოხერხდება. ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ექსპორტი გაიზარდოს, უნდა განხორციელდეს იმპორტის ჩანაცვლებითი პროექტი, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ნაკლებად შემოდიოდეს საზღვარგარეთიდან და ჩანაცვლდეს ადგილობრივი პროდუქტით“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები