მიხეილ უკლებას შესაძლო გადადგომის თაობაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გაუვლიათ

უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა.
როგორც ფხალაძემ პოლონეთში ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმსჯელიათ და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიუმართავს გიორგი მარგველაშვილისთვის.
„უკრაინაში საკმაოდ პროფესიონალი კოლექტივია და ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც იქ ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ. არ ვიცი კონკრეტულად რაზეა საუბარი, თუ რომელიმე ელჩს როტაციიდან გამომდინარე უწევს თანამდებობის დატოვებან არ ვიცი. ჩვენთან ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა“, – აღნიშნა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები