„ახალი პაკეტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება“

ნატოს მხარე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე გადაეცა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“ჩემი გუნდი კარგად ხედავს, რომ თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს, ნატოს სამიტზე საქართველომ ახალი პაკეტი მიიღო, რაც თქვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. თავდაცვის სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები განხორციელდეს. ნატოს მხარე ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაის თქმით, აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოში უფრო მაღალი დონის ვიზიტებიც შედგება.
“ჩვენ უკვე გამოვყავით ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებაროებას განსაზღვრავენ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოში უახლოეს მომავალში უფრო მაღალი დონის ვიზიტები შედგება”, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები