„გროზნოში „ბოევიკების“ თავდასხმა მუსლიმი ქალების შევიწროების გამო ანგარიშსწორებაა“ – მუჯაჰიდების ვიდეომიმართვა

ინტერნეტში გროზნოში მომხდარი თავდასხმის მონაწილეების ვიდეომიმართვა გავრცელდა. სავარაუდოდ, ვიდეო დღეს ღამით იყო გადაღებული. ვიდეოში „ბოევიკები“ აცხადებენ, რომ „იმარატ კავკაზის“ მუჯაჰიდები არიან და ქალაქში ამირ ჰამზატის ბრძანებით შევიდნენ.„ამ დროს ქალაქში ბრძოლა მიმდინარეობს. ჯოჰარში (გროზნო) ბევრი მუჯაჰიდი შემოვიდა. ეს აქტი ანგარიშსწორებაა იმის გამო, რომ ჩვენი დების, მუსლიმი ქალების შევიწროვება გაბედეს. ეს შაჰიდის ოპერაციაა და ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლებთ. უკვე არის შედეგი. ალაჰმა ისინი ჩვენი ხელებით გაანადგურა. ჩვენ ბევრი მანქანა, სამხედრო კოლონა გავანადგურეთ. ბევრი რამ წამოვიღეთ. ჩვენ ქალაქში გავიფანტეთ და არც ერთი ჩვენგანი ჯერჯერობით დაჭრილიც კი არ არის. ჩვენ კი ბევრი გავანადგურეთ. ალაჰი ამბობს ყურანში: ებრძოლეთ მათ და მე მათ თქვენი ხელებით დავსჯი, ისინი განადგურდებიან და მე მოგცემთ გამარჯვებას. ალაჰი ყველა ცოდვას პატიობს. ეს ჩვენი ცხოვრებაა“, – ამბობენ „ბოევიკები“.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 „ბოევიკი“, რომელიც გროზნოს ერთ-ერთ სკოლაში იყო ბლოკირებული, ლიკვიდირებულია.
დღეს ღამით გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ავტოინსპექციამ საეჭვო ავტომობილის გაჩერება სცადა, რის შემდეგ „ბოევიკებსა“ და სამართალდამცავებს შორის სროლა დაიწყო. ცნობილია, რომ დაიღუპა 3 პოლიციელი. გარდა ამისა, „ლენტა. რუს“ ცნობით, „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად ასევე 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?sns=fb&v=jkcQTOyTyQY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები