როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან – რეკომენდაციები ვირუსთან საბრძოლველად
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები იმისთვის, რომ ზამთარში გრიპის ვირუსი თავიდან ავიცილოთ.
გამყრელიძის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური აცრის ჩატარება.
“მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხშირად გავანიავოთ ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი ადგილები, სველი წესით დავალაგოთ ეს ადგილები, ნაკლებად უნდა ვიყოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში. გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკა არის გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური აცრა, რომელიც არის ქვეყანაში და სასურველია ყველა აიცრას, ვინც არის ძირითად რისკჯგუფებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.
“ზამთარში ყველაზე ხშირად გვაქვს გრიპოზული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ან თვითონ გრიპის ვირუსით, ან სხვადასხვა ადენოვირუსებით და ა.შ. საბედნიეროდ, გრიპის ერთი-ორი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის ყოველდღიური მონიტორინგი ხდება, ძალიან კარგი გრიპის ლაბორატორია გვაქვს ლუგარის ცენტრში, რომელიც ყველა ტიპის გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებას ახდენს”, – განაცხადა გამყრელიძემ.