იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინის პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დარეგულირების შეთანხმებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტს ხელი რადის ოპოზიციური ფრაქციების სამმა წარმომადგენელმა: ვიტალი კლიჩკომ, არსენ იაცენიუკმა და ოლეგ ტიაგნიბოკმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი ესწრებოდა. პუტინის წარგზავნილი რუსეთის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში არ იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.