ყირიმელი თათრები ევრომაიდანს მხარდაჭერას უცხადებენ

  უმაღლესი რადის დეპუტატმა, ყირიმელი თათრების ერთ-ერთმა ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ “ბი-ბი-სის” უზბეკურ სამსახურთან ისაუბრა. მისი თქმით, ყირიმელი თათრები უკრაინის კრიზისში რუსეთის ჩარევას ეწინააღმდეგებიან და ევრომაიდანს მხარდაჭერას უცხადებენ. “ჩვენი ნაციონალური ინტერესები უკეთესად იქნება დაცული, თუ უკრაინა ევროპის ნაწილი გახდება”, – განაცხადა მუსტაფა ჯემილევმა. რადის დეპუტატის თქმით, ყირიმელი თათრები მხარს უჭერენ ევრომაიდანს და ყირიმის უკრაინიდან გამოყოფის წინააღმდეგი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები