ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ.
მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება.
“დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
განვითარებულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას“, -აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები