ლუგანსკში რაიონული ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს

ლუგანსკში და დონეცკში ისევ დაძაბული ვითარებაა. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარდამჭერები დასახლებულ პუნქტში შეიჭრნენ და ლუგანსკში ადმინისტრაციული შენობა დაცხრილეს. დაზიანებულია ფანჯრები, მათ შორის თავმჯდომარის – ევგენი ბიდაშკოს კაბინეტის ფანჯრები.
სროლების შედეგად ასევე მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგად გაზის მიწოდება 3 სოფელს შეუწყდა.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის გენადი მოსკალის ინფორმაციით, გასულ ღამეს ცეცხლი ლუგანსკის საცხოვრებელ სახლებსაც გაუხსნეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
ტელეკომპანია „ტვ. ცე“-ს ინფორმაციით, ლუგანსკში და დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი დაიწყებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები