„პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვას მხარს არ დავუჭერ“

„პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვას მხარს არ დავუჭერ“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გოგუაძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის ვეტოს შეზღუდვა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უზურპაციის მცდელობა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება იქნება.
„ პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვას მხარს არ დავუჭერ. გიორგი მარგველაშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლების მძევალი და არ უნდა დაემორჩილოს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ქართული ოცნების“ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი მიიღებს. ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ იმ უფლებამოსილებით, რა უფლებამოსილებაც მას გააჩნია, და როდესაც დღეს გამოვდივართ მისი კონსტიტუციური უფლების, ვეტოს გამოყენების უფლების წინააღმდეგ, ჩვენ ვახდენთ ხელისუფლების სხვა შტოში ძალაუფლების თავმოყრას და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები