„მე მაქვს უფლება, მქონდეს პირადი ცხოვრება და მასში სახელმწიფო არ უნდა შემოიჭრას“

„ პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ მიღებული კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. თითოეულ ჩვენგანს აქვ უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და მასში არ შემოიჭრას სახელმწიფო“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გოგუაძის განმარტებით, შსს-ს ელექტრონულად შეუძლია შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად და სრულიად უკანონოდ იმოქმედებს.
„ მოსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა და მათი პროფესიული ვალდებულებაა, რომ სასამართლოს სანქციის მიღების შემდეგ მოსმენა აწარმოოს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დაუბრკოლებელი წვდომა ყველა ჩვენგანის სატელეფონო საუბართან. ამით ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება ირღვევა, რომ ადამიანს ჰქონდეს პრივატული სივრცე, მას ჰქონდეს პირადი ცხოვრება და მასში არ შეიჭრას სახელმწიფო. შსს-მ, რა თქმა უნდა, უნდა აწარმოოს მოსმენა, მაგრამ ეს უნდა აწარმოოს იმ ადამიანთა მიმართ, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჩვეულია იმას, რომ ქვეყანაში თამაშის წესებს განსაზღვრავს და ამას დაემორჩილა პარლამენტის უმრავლესობაც. შსს-ს ელექტრონულად შეუძლია შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად და სრულიად უკანონოდ იმოქმედებს“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები