აშშ-ში სტივ ჯობსის საფოსტო მარკა გამოვა

აშშ-ში კომპანია “Apple”-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის სამახსოვრო საფოსტო მარკები გამოიცემა, – ამის შესახებ აშშ-ის საფოსტო სამსახურის დამადასტურებელი საბუთი არსებობს, რომელიც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. საბუთში კომპანიის დამფუძნებლის სახელი წითელი ფერით არის აღნიშნული. ეს იმას ნიშნავს, რომ სტივ ჯობსის საფოსტო მარკის გამოშვება უკვე დამტკიცებულია. მარკის დიზაინზე მუშაობენ. საფოსტო მარკა 2015 წელს გამოიცემა.
შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა. 2015 წელს კი მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები