ქართველი ექიმები უკრაინაში გამგზავრებას აპირებენ

  ქართველი ექიმები დაშავებულების დასახმარებლად უკრაინაში გაემგზავრებას აპირებენ. როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ამ მიზნით საინიციატოვო ჯგუფი უკვე შეიქმნა. 20-მდე ექიმმა გამოთქვა სურვილი, რომ პროფესიული დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მისი თქმით, ამ თემაზე საინიციატივო ჯგუფმა ჯადაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გამართა. მედიკოსებმა უწყების წარმომადგენლებს კოორდინაციასა და საორგანიზაციო საკითხებში დახმარება სთხოვეს. უკრაინელთა სურვილის შემთხვევაში, ანესთეზიოლოგები, ქირურგები და, მათ შორის, გუგა ქაშიბაძე მზად არიან, დახმარების აღმოჩენის მიზნით კიევში გაემგზავრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები