რუსეთმა უკრაინას დახმარება გაუყინა

უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა ბევრ კითხვას ბადებს იმაზე, თუ რაში დაიხარჯება რუსეთის ფული და როგორ შეძლებს უკრაინული მხარე ამ დახმარების დაბრუნებას,- ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილიანოვმა გააკეთა. რუსული მხარის განცხადებით, არასტაბილური მდგომარეობის გამო ისინი უკრაინას დახმარებას დროებით უჩერებენ.
„რუსეთის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებასთან უკრაინაში. ჩვენ ვგეგმავთ, გამოვუყოთ უკრაინას ეს ტრანში, მაგრამ აუცილებელია, რომ მდგომარეობის დარეგულირებას დაველოდოთ“,- განაცხადა ანტონ სილიანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ობლიგაციების საშუალებით რუსეთი უკრაინას 2 მილიარდი დოლარით უნდა დახმარებოდა და ამით უკრაინის ვალების ნაწილი გამოესყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები