ევრომაიდნის დემონსტრანტები ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან
ევრომაიდნის დემონსტრანტები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ დოკუმენტს მიესალმებიან,- ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ დემონსტანტებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებისათვის შეთანხმებას უკრაინის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დღეს დილით მიაღწია. მოლაპარაკებებში ვიქტორ იანუკოვიჩი, ოპოზიციის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.