"იანუკოვიჩთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა"
ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარუსლავ სიკორსმა განაცხადა. შეხვედრა დროზე ადრე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერმაც დატოვა. “უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღესვე ევრომაიდნის აქტივისტებთან გეგმავენ შეხვედრას.