თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარე საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასა და ტელეკომპანია “იმედის” მითვისებას. გამოძიების მასალების მიხედვით, გიგი უგულავამ და დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისებისა და გათეთრების გზით მიისაკუთრეს.
პროკურატურის ინფორმაციით, “იმედის” იმდროინდელი მფლობელისათვის თანხის გადასაცემად 7 მილიონად გასხვისებული რიყის ტერიტორია მერიამ უკან 17 მილიონად გამოისყიდა, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ჯოზეფ კეის გადასცა.
რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდს, ამ საქმეზე გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები