ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ლევან გოგოჭური დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 224 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების 1 ლარად გადაცემაში, დახმარების გაწევის სანაცლოდ, ქრთამის სახით, 20 000 აშშ დოლარი გამოართვა. დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ – ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hJQyXYX4OYg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები