ძალოვანი უწყების თანამშრომლები რადის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ
შინაგანი ჯარების თანამშრომლები, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში რადის პერიმეტრს იცავდნენ, საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიას ტოვებენ. ამ დროისთვის ისინი გრუშევსკის ქუჩიდან ავტობუსებით გაყავთ. სამართალდამცავებზე ადრე ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკა მოაშორეს. ტერიტორია ასევე დატოვა რადის შენობასთან მობილიზებულმა წყლის ჭავლის ორმა მანქანამ.