საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსმეთაურის ,,არადიპლომატიური წერილი“ ამერიკას და ევროკავშირს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2007-2009 წლებში ვლადიმერ ოგრიზკომ თავისი ბლოგით -,,Украинской правде“ ამერიკის და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისადმი მიმართვა გაავრცელა. ,,მედიაპორტს“ მიაჩნია, რომ ეს წერილი ღირს წასაკითხად არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ყველასთვის და ვლადიმერ ოგრიზკოს ბლოგი გადათარგმნა.
„მიმართვა აშშ-ის და ევროკავშირის იმ ლიდერებს, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მოქმედება!
უკვე თითქმის სამი თვეა უკრაინელი ხალხი თავისუფლების მოპოვებისთვის, დემოკრატიისთვის და საკუთარი ღირსებისთვის იბრძვის. დღეს ამ ბრძოლამ კვლავ სისხლი მოიტანა. მმართველი რეჟიმი რეპრესიებს აძლიერებს. დაძაბულობამ ზღვარს მიაღწია. შესაძლებელია ხალხის ახალი, ბევრად უფრო მძლავრი რისხვა და წარმოუდგენელი შედეგები. ამ ვითარებაში ,,ჩაურევლობის პოლიტიკა“ ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან მორიგ ღალატს ჰგავს, განსაკუთრებით რუსეთის პოლიტიკური წნეხის, ეკონომიკური შანტაჟის და დაქირავებული მკვლელების უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოყენების შემდეგ.
თქვენმა ხელისუფლებამ სწორი დეკლარაციები მიიღო. თქვენი პოლიტიკოსები შესანიშნავი განცხადებებით გამოდიან, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის და კრემლისთვის ეს უაზრო საუბარია. მათ მხოლოდ ძალის და რეალური მოქმედებების ენა ესმით. თქვენი უმოქმედობა ამ სიტუაციაში მათ ხელ-ფეხს უხსნის. ისინი არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას. ისინი გააგრძელებენ უკრაინელების ტანჯვას. თუმცა, შეიძლება, თქვენც სწორედ აქეთ მიისწრფვით?
რატომ არ შემოიღებთ, როგორც მინიმუმ, მიზანმიმართულ სანქციებს მათ მიმართ, ვინც ბრძანება გასცა, სატიკად ეცემათ სტუდენტები, ესროლათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის, ეწამებინათ ისინი, ვინც უკრაინაში ევროპულ ღირებულებებს იცავენ. თუ თქვენ ახლა სხვა ღირებულებები გაგაჩნიათ? იქნებ ფარული მოლაპარაკებები გაქვთ მოსკოვთან და მის პროტექტორატზე უკრაინის მიმართ? თუ ეს ასეა, უნდა იცოდეთ: ასე არ იქნება. სანაცვლოდ, თქვენ მიიღებთ საშიშროების ახალ კერას ევროპაში, რომელთან შედარებითაც იუგოსლავია უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენებათ. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, თუ რა შეუძლია უკრაინელ ხალხს! ჩვენ შესაძლოა ორი შედეგი გვქონდეს: ევროპული ოცნების რეალური კოლაფსი და ახალი, საშინელი აღმოსავლურ-აზიური იმპერია, რომელიც, საერთო ჯამში, თქვენც გადაგყლაპავთ.
გამოიღვიძეთ! დაფიქრდით უკრაინელი ხალხის მიმართ თქვენს მორალურ პასუხისმგებლობაზე. 1932-1933 წლებში გოლოდომორში რუსული გენოციდის დროს, როდესაც თქვენი წინამორბედები, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებდნენ, თუ რას სჩადიოდნენ – დუმდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებულ მილიონობით მსხვერპლზე, როდესაც ორმა ტირანმა ორჯერ გადაწვა უკრაინის მიწა, თქვენმა პოლიტიკოსებმა ,,რაღაცნაირად“ დაივიწყეს, გაესამართლებინათ კომუნიზმი.
80-იანი წლების ბოლოს თქვენი – პოლიტიკოსების მოწოდებებზე – დარჩენილიყავით ახალ რუსულ იმპერიად, უარის გამო გამოხვიდეთ აღმოსავლეთის მუქარების წინააღმდეგ. როგორ გრძნობთ თავს ასეთ როლში? უკრაინელები აღარ გაჩუმდებიან. ჩვენ სიმართლეს ვიტყვით, რა მწარეც უნდა იყოს იგი. იქნებ ამან თქვენი მიძინებული სინდისი გამოაღვიძოს. თქვენი ქმედება და უმოქმედობა თქვენთვის იმის დამტკიცება იქნება,- გაგაჩნიათ თუ არა რეალური ღირებულებები, რომლისთვისაც თქვენ იბრძვით, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ბლეფია. როგორია დღეს ,,ევროპული ოცნების“ ფასი? თუ ამის შესახებ კრემლს უნდა ვკითხოთ? შეიძლება ახლა მაინც მიხვდეთ,რომ მოქმედების დროა!“, – წერს ვლადიმერ ოგრიზკო საკუთარ ბლოგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები