გარემოს დაბინძურების ფაქტზე ფეხით მოსიარულეები 80 ლარით, მძღოლები კი 120 ლარით დაჯარიმდებიან

ახალი რეგულაციებით, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება, ფეხით მოსიარულეები გარემოს დაბინძურებისთვის 80 ლარით დაჯარიმდებიან, შენობიდან ნარჩენის გადაგდების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.
რაც შეეხება ავტომობილიდან გარემოს დაბინძურებას, მოქალაქე ამ შემთხვევაში 120 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
მონიტორინგის პროცესში სამი ორგანო ჩაერთვება: საპატრულო პოლიცია, რომელიც გზებზე ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრის ფაქტებს დააფიქსირებს, გარემოს დაცვის ზედამხვედველობის დეპარტამენტი და შესაბამისი ზედამხვედველობითი სამსახური.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, შესაძლოა ჯარიმის რაოდენობამ მოდიფიცაკია განიცადოს.
„გარემოს დაბინძურების ფაქტებს ვიდეოთვალიც დააფიქსირებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ სანქციების რაოდენობა არ ყოფილიყო ისეთი მასშტაბის, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მიზერული თანხებია“,- განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები