გიორგი მარგველაშვილი: ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნიჭიერება არის ის ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი, რომელზეც ოდითგანვე იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა.
“ჩვენი ხალხის ნიჭიერება არის ის ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი, რომელზეც ოდითგანვე იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა. განათლება და მეცნიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი იყო, როდესაც ჩვენს სამშობლოს მსოფლიო რუკაზე წარმოვაჩენდით. გელათისა და იყალთოს აკადემიები ეს ის უძველესი საგანმანათლებლო კერებია, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ამიტომ მივესალმები განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიმართ. მივესალმები ამ რეფორმების გაგრძელებას დასავლური ღირებულებების მქონე განათლების სისტემის შესაქმნელად“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.