უკრაინის მომავალმა უცხოელმა მინისტრებმა მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადები უკვე შეიტანეს

ამ კვირაში უკრაინის პარლამენტი იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც უცხოელი მინისტრობის კანდიდატებს უკრაინის მოქალეობის მიღებას გაუმარტივებს. ეს განცხადება „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენელმა უკრაინელმა დეპუტატმა ირინა გერაშენკომ „სვობოდი სლოვას“ ეთერში 1 დეკემბრის საღამოს გაავრცელა.
„ამჟამად ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტიც იმყოფება. მომავალი მინისტრობის უცხოელმა კანდიდატებმა უკვე შეიტანეს განაცხადი, რომ მიიღონ უკრაინის მოქალაქეობა, ჩვენი პასპორტი და უკრაინელ ხალხს ერთგულებას შეჰფიცავენ. ამავე კვირაში გავუშვებთ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურას, რათა შემოკლებული პროცედურის მალე გადაწყვეტა მოხერხდეს“, – განაცხადა გერაშენკომ. მისივე თქმით, ახალი მთავრობა უკვე ხვალ (2 დეკემბერს) შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები