„დავით ყიფიანი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა“

  უკრაინაში გარდაცვლილი დავით ყიფიანის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. უკრაინული ექსპეტიზის დასკვნის თანახმად, დავით ყიფიანის გარდაცვალების მიზეზი სისხლის კორონალური მწვავე უკმარისობა და გულის იშემიური დაავადება გახდა – ამის შესახებ „კვირას“ უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა განუცხადა.
როგორც „კვირას“ სიბიაშვილმა აცნობა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით ყიფიანი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის. სიბიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული ექსპოერტიზის დასკვნის მიხედვით, დავით ყიფიანს სხეულზე ცეცხლსასროლი ირაღიდან მიყენებული ჭრილობა არ აღენიშნება.
კონსულის თქმით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დავით ყიფიანის ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
34 წლის დავით ყიფიანი გუშინ გარდაიცვალა. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანს სნაიპერის ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს. დავით ყიფიანს მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.
რაც შეეხება კიევში გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, ზურაბ ხურციას, იგი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები