სნაიპერის ტყვიამ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა

  კიევში სნაიპერის ტყვიამ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია “რუსთავი -2” ერთ-ერთ მომიტინგეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გიორგი არუთინოვი ჩვენს გვერდით ბარიკადებზე იდგა, მან საკუთარი თავი ჟორა კავკასკით გაგვანცო და ამბობდა, რომ ბოლოდმე უკრაინელი ხალხის გვერდით იქნებოდა, სამწუხაროდ, გუშინ ის აქ დაიღუპა. ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით და როდესაც გაისროლეს, მე კანტუზია დამემრთა, ჟორას კი სნაიპერის ტყვია მოხვდა და დაიღუპა, გული მტკივა, რომ საქართველოს და უკრაინის ასეთი პატრიორი დღეს ცოცხალი აღარ არის, ამაყი ვარ, რომ ქართველების მიწაზე ასეთი უშიშარი ადამიანი გაიზარდა, რომელიც ამ მაფიოზების წინააღმდეგ იბრძოდა. ქართველებმა უნდა იამაყონ ასეთი შვილით,“ – აცხადებს უკრაინელი მომიტინგე.
გიორგი არუთინოვის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები