წარწერა „პუტინ ხ…ლო“ „აეროფლოტის“ თვითმფრინავზე
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი Airbus A321 „ბორისპოლის“ აეროპორტში უცნობმა პირებმა ვლადიმერ პუტინის შესახებ წარწერით “გაალამაზეს”. ავიალაინერის კორპუსზე და ძრავზე საფეხბურთო ფანატებს შორის ცნობილი ფრაზა „პუტინ ხ…ლო“ შავი მარკერით დაწერეს, – იუწყება Аvianews.com-ი.
გარდა ამისა, თვითმფრინავზე უცნობმა პირებმა რუსეთის მოქალაქეებს „თავიანთი პუშკინის წაკითხვა და დაფიქრება ურჩიეს“.