დოდო ბარამიძე: ბრეჟნევს “კატრექსით” აცოცხლებდნენ

პრეპარატ „კატრექსის“ ავტორის მეუღლე, პროფესორი დოდო ბარამიძე დუმილს არღვევს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. „კატრექსის“ ავტორ ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეუღლე ინტერვიუში ამბობს, თუ რატომ ებრძოდნენ „კატრექსს“. მისი თქმით, კიბოს სააწინააღმდეგო მედიკამენტს აქტიურად იყენებდა საბჭოთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი. დოდო ბარამიძე „კატრექსის“ სხვადასხვა დაავადების დანიშნულებაზე საუბრობს.
„ ბრეჟნევი „კატრექსს“ მფარველობდა, რადგან როგორც ვიცი, მას სწორედ „კატრექსით“ აცოცხლებდნენ, მაგრამ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, ალიკა ძალიან შეავიწროვეს. საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, აკადემიკოსმა ევგენი ჩაზოვმა, რომელიც, ამავდროულად, კრემლის მეოთხე სამმართველოს უფროსი, ანუ კრემლის მთავარი ექიმიც იყო, ალიკას წაუყენა ულტიმატუმი – მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, ნოვოსიბირსკსა და ტომსკში, სადაც გინდა ხელი დაადე და ლაბორატორიები გექნება, ოღონდ თბილისი და საქართველო დატოვეო! ალიკა ძალიან პატრიოტი იყო, ნამდვილი ქართველი, იმერელი და არ დათანხმდა. რუსები ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ „კატრექსი“ ჩვენ – ქართველებმა, გამოვიგონეთ და სურდათ, „კატრექსთან“ მიმართებაში საქართველოსა და ქართველის ხსენება მოესპოთ. აი, ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ალიკას ებრძოდნენ. ალიკას ძალიან მტრობდა საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ონკოლოგი ნიკოლოზ ბლოხინი, საბჭოთა კავშირში სწორედ ბლოხინმა დაიწყო კიბოს მკურნალობა ქიმიოთერაპიით მაშინ, როცა ეს ტექნოლოგიებია და მეთოდი ამერიკელებსაც კი არ ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის მთავარმა ონკოლოგმა ბლოხინმა და მისმა მოადგილემ ტრაპეზნიკოვმა ჩვენი სახით მტერი დაინახეს და „კატრექსის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს“, – აცხადებს პროფესორი.

მისი თქმით, „კატრექსს“ ღვიძლისა და შიდსის წინააღმდეგ სამკურნალო თვისებების გააჩნდა.

„ კონგოს მაშინდელ პრეზიდენტს სესე მობუტს, რომელსაც შიდსი ჰქონდა, მოსკოვიდან უგზავნიდნენ „კატრექსს“ – ამბობს ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეუღლე, პროფესორი დოდო ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები