ბარამიძე-მერაბიშვილის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები ჟვანიას გარდაცვალებაზე – ბარამიძის აღიარება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელმაც გარდაცვლილი ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთმა პირველმა ნახა, მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს. როგორც ბარამიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, გაზის გამათბობელი, რომელიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შეცვლილი აღმოჩნდა, შესაძლოა, ვიღაცამ სპეციალურად შეცვალა.
ამასთან, ბარამიძე აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში ნახა და მას სავარძელში მჯდომარე გარდაცვლილი ჟვანიას არც ერთი კადრი არ უნახავს.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი პრემიერი მან სავარძელში მჯდომარე ნახა, რის საფუძველზეც ამბობდა, რომ ის მომენტალურად, გაზით მოიწამვლით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ბარამიძის განცხადებითვე, ის და მერებიშვილი შემთხვევის ადგილზე ერთად მივიდნენ.
ამ ურთიერთსაპირისპირო განცხადებებზე, ბარამიძე გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ ის სხვის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ხოლო თავად ჟვანია ნამდივილად იატაკზე ნახა. „მე ზურაბ ჟვანია ვნახე იატაკზე. პირადად მე არასოდეს მინახავს არც ერთი კადრი, რომელიც ასახავდა, რომ ის სავარძელში იჯდა. მე ვნახე, რომ ის იწვა იატაკზე და ეცვა მხოლოდ შარვალი და პერანგი. პიჯაკი მას არ სცმია. სხვების განცხადებებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთბ. ინტერპრეტაციებს ვერ გავყვები. მე და ვანო მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე პრაქტიკულად ერთად მივედით. გზაში დავურეკეთ ერთმანეთს და ერთად მივედით“, – აცხადებს ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები