„პოეზიის და მხატვრობის ტანდემი“ გაიმართება
3 დეკემბერს, 16:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, საქართველოსა და ფილიპინების ქვეყნებს შორის თანამეგობრული პროექტი – „პოეზიის და მხატვრობის ტანდემი“ გაიმართება.
პოეტ ბარსელის ლექსების შთაგონებით, საათნახევრის განმავლობაში ფილიპინელი მხატვარი – პანჩო პიანო სამმეტრიან ტილოს შექმნის.