დღეს თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ნაჩვენები იქნება რეჟისორ მოჰსენ მაჰმალბაფის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი „პრეზიდენტი“.
ყოველწლიურად ფესტივალი ერთი კონკრეტული საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემის, ან თემის ორგვლივ ერთიანდება, რომელსაც სპეციალური სექციით ეხმიანება. ამჯერად თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ თემას გარემოს დაცვა წარმოადგენს. ფესტივალის ოფიციალური ფერი მწვანეა, რაც მწვანე აქტივიზმს, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანის ბუნებასთან სიახლოვეს განასახიერებს. შესაბამისად, სპეციალურ სექციაში წარმოდგენილი იქნება ფილმები, რომლებიც სწორედ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ერთიანდება.
თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერკლასები, რომლებსაც სტუდენტებისა და კინომოყვარულებისთვის სპეციალურად მოწვეული კინომცოდნეები ჩაატარებენ. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 1-7 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები