რუსი მსახიობი ივან ოხლობისტინი დონეცკის ქუჩებში ავტომატით შეიარაღებული გამოჩნდა
რუსმა მსახიობმა ივან ოხლობისტინმა როგორც ჩანს მიხეილ პორეჩენკოვის მაგალითს მიბაძა და დონბასში მოქმედ ტერორისტებთან ერთად დონეცკის ქუჩებში ავტომატით შეიარაღებული გამოჩნდა.
სკანდალური განცხადებებით ცნობილმა მსახიობმა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ბოევიკებთან ერთად დემონსტრაციულად ფოტოები გადაიღო და საჩუქრებიც დაარიგა. ცნობილი ტერორისტის „მოტოროლას“ ცოლს ოხლობისტინმა ქურქიც კი უსახსოვრა.
გარდა ამისა, ოხლობისტინმა პორეჩენკოვის მაგალითს მიბაძა და ვიზიტის ოფიციალურ მხარედ მისი ფილმის „იერეი–სან“–ის პრემიერა დაასახელა.
შეგახსენებთ, ივან ოხლობისტინს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში ჩასვლა ოფიციალურად აკრძალული აქვს.