„პატრიარქის პოზიცია მუსლიმ მოქალაქეთა მიმართ არის ტოლერანტული“

  ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია ეთნიკური ან რელიგიური ჩაგვრის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა გაიხსენა მუსლიმი მოქალაქეების შესახებ პატრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები – თუ რაიმე სახის შეზღუდვა ექნებათ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლოცვა მუსლიმანური წესით საპატრიარქოში აღავლინონ. მარგველაშვილის თქმით, უწმინდესის პოზიცია ქართული ტოლერანტობის ტრადიციას აგრძელებს.
„ეს არის ის პოზიცია, რომელიც ნამდვილად ჩვენი, ქართული ტოლერანტობის ტრადიციას აგრძელებს. მრავალფეროვნებაში და ტოლერანტობაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს, არამედ პოლიტიკურ შეხედულებათა მრავალფეროვნებასაც. ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ მშენებლობა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების, სადაც პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ხალხის პოზიციისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები