ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების საქმე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების საქმე გადაიდო.
სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი კი ერთ-ერთი ადვოკატის არყოფნა გახდა.
მოსამართლის განცხადებით, მომავალ სასამართლო პროცესზე მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ადვოკატების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სხდომა 17 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები