თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, დროებითი შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
ვაკის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების 448 აბონენტს.
დიდუბის რაიონში ასევე ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ცაბაძის, ვორონინის, გორის და ფიფიას ქუჩების 286 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.