ირაკლი მაისურაძემ „რუსთავი – 2“ დატოვა
„რუსთავი-2“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანმა ირაკლი მაისურაძემ ტელეკომპანია დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ „რუსთავი-2“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მაისურაძემ რამდენიმე დღის წინ მიიღო.