„ლოჯიქალ სიტემზ კომპანის“ მისიაა-საქართველო გახდეს ელექტრონიკის მწარმოებელი ქვეყანა

 

    “ლოჯიქალ სისტემზ კომპანი” საქართველოს ბაზარზე არსებობის 7 წელს ითვლის. კომპანიის საქმიანობაშია დაშვების კონტროლის სიტემა, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, რიგის მართვის სიტემა, ავტოსაგზაო ბარიერების სისტემა და სხვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღევანდელი რელობიდან გამომდინარე ელექტრონიკით დაინტერესებული პირების დეფიციტია საქართველოში. კომპანიაში ამის შესაძლო მიზეზებს განმარტავენ. “სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ამ საქმით დაინტერესებული ახალგაზრდა. ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს. ზოგს საფუძველი არ აქვს, ან ქვეყანაში არ არის იმის საშუალება, რომ ამ პროფესიით მოიპოვონ შემოსავალი. ყველა ვინც დაინტერესებული იყო, უცხოეთში გაქცა. ამ სფეროს პოპულარიზაცია არ ხდება და ამის ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა დღევანდელი განათლების სისტემა იყოს, რომელიც ორიენტირებულია შემოსავალზე და არა საქმეზე“.
„ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ ამ სფეროში დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ცოდნა გაიღრმავონ, შექმნილი პროდუქტით იამაყონ და ქვეყნის პატრიოტებად დარჩნენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც ელემენტარული ინტერესი აქვს ტექნიკის სფეროში შემოგვიერთდეს! ჩვენთან ერთად შექმნას და თავისი შექმნილი პროდუქტით იამაყოს. ეს არა მარტო საკუთარი შემოსავლისთვის იქნება კარგი, არამედ ქვეყანას წაადგება. ეს პატრიოტული საქმეა!“ – აცხადებს “ლოჯიქალ სისტემზ კომპანის” ელექტრონიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა აფაქიძე. “რასაც ჩვენ ვქმნით – ეს პატრიოტული საქმეა”, აცხადებენ კომპანიაში. R

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cR0BP179avA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები