პრეზიდენტის მოხსენებას საპატრიაქროს წარმომადგენლები დაესწრებიან

  პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვერ დაესწრება, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
,,საპატრიარქოდან დღეს პატრიარქი არ იქნება წარმოდგენილი გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა იქნებიან საპატრიაქროს წარმომადგენლები”, – განაცხადას დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 14.00 საათზე პარლამენტის წინაშე წარდგება. მარგველაშვილს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება.რეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობას და უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები