სკანდალი: როგორ „დაკრძალა“ ჟურნალისტმა რეჟისორი ელდარ რიაზანოვი
მედიაჰოლდინგი „ლაიფ ნიუსი“ კვლავ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. „ლაიფ ნიუსის“ ჟურნალისტი გოგონამ ერთ-ერთ ნეიროქირურგს კითხვით მიმართა, თუ „როდის გარდაიცვლება კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი“, რომელიც 2 დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო. სავარაუდოდ, რიაზანოვის ჰოსპიტალიზების მიზეზი ინსულტი გახდა. ცნობილი გახდა, რომ ნეიროქირურგს ალექსეი კაშეევს ჟურნალისტი „იულია“ 87 წლის ელდარ რიაზანოვის „გარდაცვალების“ შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა. ნეიროქირურგმა ჟურნალისტთან მიმოწერა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გარდა ამისა, აღშფოთებულმა ნეიროქირურგმა კაშეევმა ფეისბუქში დაწერა: სერიული მკვლელი არ უნდა მუშაობდეს ანესთეზიოლოგად, ლოთმა არ უნდ ატაროს ბოინგი, ადამიანი ელემენტარული მორალური ფასეულობების გარეშე კი არ უნდა მუშაობდეს ჟურნალისტად“.
აღსანიშნავია, რომ ელდარ რიაზანოვი ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტშია ჰოსპიტალიზებული, რომელშიც კაშეევი უკვე რამდენიმე წელია აღარ მუშაობს.
ჩეხეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა რუსტემ ადაგამოვმა თვითერში კითხვა დასვა ჟურნალისტ „იულია ივანოვას“ დასაქმების შესახებ. „ლაიფ ნიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ანატოლი სულეიმანოვმა გოგონას ტელეკომპანიაში მუშაობის ფაქტი დაადასტურა და ადაგამოვს შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება ელდარ რიაზანოვს, კინორეჟისორის მდგომარეობა გაუმჯობესდა.