ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისის მერიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისის მერიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც დავით სერგეენკოს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ქუთაისის მერიაში სასწრაფომ მისვლა დააგვიანა სიმართლეს არ შეესაბამება. “112-მა გამოძახება ქუთაისის მერიიდან მიიღო 16:52 საათზე, სასწრაფოს გადაეცა შეტყობინება 16:54 საათზე. ბრიგადა გავიდა 2 წუთში ანუ 16:56-ზე და ადგილზე მივიდა 17:07-ზე, სადაც პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო. ირგვლივ მყოფებს პრეტენზია არ ჰქონიათ, სასწრაფომ დააგვიანაო”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მერიის თანამშრომელი სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცნო სამსახურის ბრიგადას პიროვნებას უკვე გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მერიის საფინანსო სამსახურში მუშაობდა.