შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნათია ომაძემ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. „ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ დღეიდან აღარ ვმუშაობ shidakartli.gov.ge-ში. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მივიღე. იმ ექვსი წლის მანძილზე, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრესსამსახურად ვმუშაობდი მაქსიმალურად ვცდილობდი, ხელი შემეწყო დიალოგისთვის ხელისუფლებას, მედიას და საზოგადოებას შორის, მაგრამ ბოლო დროს ეს თანდათან შეუძლებელი გახდა. ამიტომ ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი ადმინისტრაციაში ამ პოზიციაზე. გუბერნატორის ჩაკეტილობამ და საზოგადოებასთან დისტანცირებამ ჩემი მცდელობის მიუხედავად ვერ შეცვალა ვითარება და მივიღე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. ყველას მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და წარმატებებს გისურვებთ“, – წერს ნათია ომაძე.