უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ბავშვები მონაწილეობენ (ვიდეო)

უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვები-ჯარისკაცები მონაწილეობენ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ბავშვები ორივე მხარეს  – როგორც რეგულარული არმიის, ისევე სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან. ამაზე უკრაინულ და რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები მეტყველებს, – წერს „ბი-ბი-სი“.
ამ სიტუაციით გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფია შეშფოთებული. ფონდი ბავშვების საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობის მტკიცებულებებს სწავლობს.
„შეიარაღებულმა ჯგუფებმა არანაირ გარემოებებში 18 წელზე უმცროსი ბავშვები არ უნდა გადაიბირონ ან სამხედრო მოქმედებებში ისინი არ უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა უკრაინაში იუნისეფის წარმომადგენელმა ჯოვანა ბარბერისმა.
მანამდე რუსეთის ტელევიზიამ დონეცკში სეპარატისტებთან ერთად მებრძოლი 2 არასრულწლოვანი ბიჭის შესახებ ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა. ბიჭები – ბატალიონ „ვოსტოკის“ ჯარისკაცები არიან და, როგორც სხვა სამხედროებს, მათაც ზედმეტსახელები აქვთ – „როისი“ და „სტარკი“. სავარაუდოდ, ბიჭები 15 და 17 წლისანი არიან.
ცნობისთვის: გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ 18 წლამდე ჯარისკაცების გადაბირებას კრძალავს. შეგახსენებთ, რომ აპრილიდან უკრაინაში 4,3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 10 000 კი დაიჭრა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-Jj89PDKgAI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები