თბილისში მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი გაიხსნა
მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლოზე საზოგადოებრივი ზეწოლის მართვა“ გახსნა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარი ორდღიანია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოსამართლეები. ამასთან ექსპერტის რანგში მოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე. ღონისძიების ფარგლებში მოხდება რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლოზე საზოგადოებრივი ზეწოლის მართვა.
სემინარი იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტის“ (CEELI Institute) თანამშრომლობის ფარგლებში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“- ში გაიმართა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანია გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ხელშეწყობა ისეთი სისტემის დანერგვაში, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასამართლო სისტემაში მომუშავე კადრებისა და მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდას. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მსგავსი შინაარსის ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელებას.