სოსო ჯაჭვლიანი: „ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დანაშაული „ნაციონალების” გაბლატავებაა

„ჩემთვის სააკაშვილი არასოდეს ყოფილა პირველი პირი“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლაინი 15 ნოემბერს გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას.
როგორც დეპუტატი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დანაშაული „ნაციონალების” გაბლატავებაა.
„ჩემთვის სააკაშვილი არასოდეს ყოფილა პირველი პირი, მაგრამ ვისთვისაც იყო, დღესაც არავის არაფრად აგდებს და შორიდან იყეფება. ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს, ამიტომ ვამბობ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ-მეთქი, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვინდა. ვიცი, რასაც მეუბნები, ასე მართლაც არ შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. შენ ხომ იმაში მაინც არ დამდებ ბრალს, რომ მე როდისმე სიმართლეს არ ვლაპარაკობდი? მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რაღაცა გაკეთდა, ჩვენი, „ქართული ოცნების”, ყველაზე დიდი დანაშაული ამათი „გაბლატავებაა”. როდესაც ჩვენ პარლამენტში შევედით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა ქუთაისში და პარლამენტი გახსნა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. წიხლქვეშ უნდა გაგვეგდო და ცემა-ტყეპით გამოგვეგდო იქიდან. ეს უნდა ენახა მთელ მსოფლიოს, მაგრამ არ გავაკეთეთ, ვითომ ცივილიზებულად მოვიქეცით. მაშინ დაიწყეს, მსოფლიო გვიყურებს, უხერხულიაო. ჩვენი მეორე დანაშაული, როცა სააკაშვილს გაუმართლა და ცემა-ტყეპით არ გამოვაგდეთ, ამის შემდეგ ვიცე-სპიკერად წარმოადგინეს გია ბარამიძე, რომელიც ეჭვმიტანილია არაერთ დანაშაულში. „ოცნებას” ამისთვის ხმა არ უნდა მიეცა. „ნაციონალებს” კვოტა ჰქონდათ, მაგრამ სხვა წარმოედგინათ, ოღონდ ბარამიძე არა. ამის მერე დაიწყეს „ბლატაობა”. აი, ამიტომ ხდება ის, რაც ხდება!” – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები