იემენში სპეცრაზმმა 8 ტყვე გაათავისუფლა

იემენში სპეცრაზმმა 8 ტყვე გაათავისუფლა. იემენის საინფორმაციო სააგენტო „САБА“-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 7 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ტყვეებს შორის 1 უცხოელი იყო, დანარჩენები კი – იემენის მოქალაქეები. დეტალები, თუ როდის და კონკრეტულად ვის მიერ იყვნენ ეს ადამიანები დატყვევებულები, ცნობილი არ არის.
სააგენტოს ცნობით, ოპერაციის შედეგად დაიჭრა 1 სპეცრაზმელი.
ცნობისთვის, იემენში ადამიანებს როგორც „ალ-ქაიდას“ ექსტრემისტები, ისევე ადგილობრივი ტომების წარმომადგენლები იტაცებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები