2015 წელს აშშ-ს ჯარები ავღანეთში „თალიბანის“ წინააღმდეგ ოპერაციებს არ ჩაატარებენ
2015 წელს აშშ-ს ჯარები ავღანეთში „თალიბანის“ წინააღმდეგ ოპერაციებს არ ჩაატარებენ. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა დაადასტურა, – წერს „იტარ-ტასი“.
მისი თქმით, ამერიკული კონტინგენტის ამოცანები „ავღანური უსაფრთხოების ძალების აღჭურვილობაზე და მომზადებაზე და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ მიზანდასახული კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებაზე იქნება ფოკუსირებული“.
ერნესტის განცხადებით, თალიბების და „ალ-ქაიდას“ შორის განსხვავებაა. „2014 წელთან შედარებით ამერიკელი სამხედროები კონკრეტულ ოპერაციებს „თალიბანის“ წინააღმდეგ არ ჩაატრებენ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი „თალიბანის“ წევრები არიან. ამერიკელი სამხედროების ნებისმიერი საბრძოლო ოპერაციები ან საკუთარი ძალების დაცვის მიზნით, ან „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ჩატარდება“.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის თქმით, ოპერაციები ასევე „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარდება.