ელდარ რიაზანოვი ჰოსპიტალიზებულია
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ჰოსპიტალიზებულია. 87 წლის რეჟისორის ავადმყოფობის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტები ტელეფონით რამდენჯერმე ელაპარაკნენ რეჟისორის მეუღლეს, ერთხელ კი თავად რიაზანოვს. მან თქვა, რომ სერიოზული არაფერია. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა რამდენიმე დღით იგი საავადმყოფოში გადაეყვანა.
მანამდე ელდარ რიაზანოვი ნეიროქირურგიის ინსტიტუტში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ელდარ რიაზანოვი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. მათ შორის ყველაზე ცნობილი ფილმებია – „საკარნავალო ღამე“, „ჰუსარების ბალადა“, „ერიდე ავტომობილის“, „სასტიკი რომანსი“, „ფარეხი“, „ბედის ირონია“, „სადგური ორისთვის“.