„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არიან

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მზად არიან, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
„ეს, რა თქმა უნდა, ანექსიაა, ეს სიტუაციას თვისობრივად ცვლის. თუ პრეზიდენტს აქვს რაღაც სხვაგვარი პოზიცია, მის და ჩვენს შეხედულებებში, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება და ბუნებრივია, თუ ვინმეს უნდა საუბარი ამ თემაზე, ჩვენ ნებისმიერთან ვისაუბრებთ“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები