პაატა ზაქარეიშვილი: ანექსია ჯერ კიდევ შორს არის
რუსეთი გრძნობდა, რომ კარგავდა აფხაზეთს და იძულებული იყო საჯარო და ღია აგრესიაზე გადასულიყო ანექსიის ნიშნებით, თუმცა ანექსია ჯერ კიდევ შორს არის, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გუშინ გაფორმებულ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულებას.
“მიუხედავად ურთიერთობის დალაგებისა რუსეთი აფხაზეთის მითვისების პროცესს განაგრძობს. რუსეთი გრძნობდა, რომ კარგავდა აფაზეთს და იძულებული იყო ასე საჯარო და ღია აგრესიაზე გადასულიყო უკვე ანექსიის ნიშნებით, თუმცა ანექსია ჯერ კიდევ შორს არის“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.