ჰოკეისტებმა მატჩი შიშვლებმა ჩაატარეს

ჰოკეის სტუდენტური გუნდის 17 გაშიშვლებულმა სპორტსმენმა ბალახზე ფლეშმობი ჩაატარა. ეს აქცია სპორტის სამყაროში გავრცელებული ჰომოფობიის პროტესტის ნიშნად მოეწყო. „ნიუ იორკ დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ქალაქ ნოტინგემიდან გაშიშვლებულებმა საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს.
აქცია ჰოკეისტებმა ვიდეოზე გადაიღეს. რამდენიმე დღეში რგოლს 270 000 მეტი ნახვა ჰქონდა.
„ჩვენ დავიღალეთ იმისგან, რომ სპორტში ჰომოფობია ხარობს, რომელიც ბევრ მოთამაშეს გუნდებიდან წასვლას აიძულებს. ყოველ ადამიანს სპორტით დაკავების უფლება უნდა ჰქონდეს მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად“, – განაცხადა 22 წლის პირს დენინგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები