ლიტვა უკრაინას იარაღს მიაწვდის

უკრაინა და ლიტვა შეიარაღების მიწოდებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს კიევში ვიზიტის შედეგად მიიღეს.
„ჩვენ უკრაინული ძალებისთვის კონკრეტული შეიარაღებისთვის კონკრეტული ელემენტების მიწოდებაზე შევთანხმდით. ეს რეალური დახმარებაა“, – განაცხადა პოროშენკომ.
კონკრეტულად რომელ იარაღზეა საუბარი, პოროშენკომ არ აღნიშნა.
ლიტვის პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, უკრაინასთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა. კერძოდ, სამხედროების მომზადების პროცესში დახმარებაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები